Sunday, March 29, 2015

მეშვიდე დღე

მოვახდინეთ წინა მასალის შეჯამება. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სადაც დეტალურად განვიხილეთ სასწავლო პროცედურები: პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, ნამუშევრების წარმოდგენა და შეჯამება. დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი.

Saturday, March 28, 2015

მეექვსე დღე

ძალზედ საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი, ვიმუშავეთ PowerPoint- ში პრეზენტაციებზე, დიზაინზე, ანიმაციების გამოყენებაზე. ასევე დიდი დატვირთვა ქონდა შეფასების რუბრიკების განხილვას. არაერთი საინტერესო რუბრიკის ანალიზი მოვახდინეთ, რამაც დიდი შთაბეჯდილება მოახდინა.

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

მნიშვნელოვანი და ახალი ინფორმაციებით დატვირთული დღე! ვისწავლეთ ,,გაჯეტების" შექმნა,რაც ძალზედ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მთელი ჯგუფისთვის. მას გამოვიყენებთ არა მარტო პროექტების დროს, არამედ საკუთარი პორტფოლიოს შექმნისას.მადლობა ამ ტრენინგისთვის!

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე

მასალის განმტკიცება..პროექტის გეგმაზე მუშაობა: შეფასება.
სურათის ჩასმა; პრეზენტაციაზე და ბლოგზე მუშაობა..
ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი დღე!

Sunday, March 15, 2015

მესამე დღე

ყოველი დღე უფრო საინტერესოა და ბევრი ახალი ინფორმაციის მიმღები. დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე. ძალზედ მოსახერხებელი იყო გზამკვლევში ჩატვირთული ინფორმაციის გამოყენება. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე..დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის!

Saturday, March 14, 2015

მეორე დღე

გავიხსენეთ წინა მასალა..ძალზედ საინტერესო იყო ბუკლეტებზე მუშაობა. გავეცანით Word-ის ინსტრუმენტებს. ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, რომელმაც ძალზედ დადებითი შეფასება დაიმსახურა ჯგუფის მხრიდან. ბუკლეტების საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა და არა მარტო მოსწავლეთა დაინტერესება, ინფორმაციის მიწოდება, რასაც მოყვება მათი მხრიდან უფრო მეტი ინტერესი და ჩართულობა. 

Saturday, March 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსი..დღე პირველი..მოლოდინი დიდი..
მართლაც რომ საინტერესოდ წარიმართა ქალბატონ ქეთევან ცერაძის მიერ. დიდი მოწონება დაიმსახურა ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევმა, სადაც ნათლადაა გაწერილი ყველა საჭირო მასალა. პირველი დღე ჩემ მიერ შეფასდა ძალზედ დადებითად.