Sunday, April 5, 2015

მეცხრე დღე

 ყველაზე ნაყოფიერი დღე! მოვახდინეთ შეჯამება აღნიშნული ტრენინგის. მოვუსმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციებს. ვისწავლეთ HTML გაჯეტი: საათის, ვიდეოს და სურათების ჩასმა, რამაც ძალზედ დიდი დაინტერესება გამოიწვია ჯგუფის წევრების.
აღნიშნული ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" შეფასდა პედაგოგების მიერ ძალზედ საინტერესოდ, მრავალი სიახლეებით დატვირთულ ტრენინგად.დიდი მოწონება დაიმსახურა ყველა მსმენელისგან. მადლობა ამ პროექტისთვის! უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ასეთი საინტერესო  ტრენინგებისთვის!
აქ შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში!

Saturday, April 4, 2015

მერვე დღე

ყოველი დღე უფრო საინტერესო და მრავალი ინფორმაციის მომცველია..ვისწავლეთ ატვირთვა ჩვენი დოკუმენტების drive-ში, რაც ძალზედ მოსახერხებელი და საიმედოა. ასევე ვიმუშავეთ ახალი გაჯეტის შექმნაზე, სადაც ავტვირთეთ ჩვენი პროექტი და ტრენინგის მასალა.საკმაოდ ნაყოფიერი დღე!

Sunday, March 29, 2015

მეშვიდე დღე

მოვახდინეთ წინა მასალის შეჯამება. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, სადაც დეტალურად განვიხილეთ სასწავლო პროცედურები: პროექტის გაცნობა, კვლევის დაწყება, ნამუშევრების წარმოდგენა და შეჯამება. დღევანდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი.

Saturday, March 28, 2015

მეექვსე დღე

ძალზედ საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი, ვიმუშავეთ PowerPoint- ში პრეზენტაციებზე, დიზაინზე, ანიმაციების გამოყენებაზე. ასევე დიდი დატვირთვა ქონდა შეფასების რუბრიკების განხილვას. არაერთი საინტერესო რუბრიკის ანალიზი მოვახდინეთ, რამაც დიდი შთაბეჯდილება მოახდინა.

Sunday, March 22, 2015

მეხუთე დღე

მნიშვნელოვანი და ახალი ინფორმაციებით დატვირთული დღე! ვისწავლეთ ,,გაჯეტების" შექმნა,რაც ძალზედ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მთელი ჯგუფისთვის. მას გამოვიყენებთ არა მარტო პროექტების დროს, არამედ საკუთარი პორტფოლიოს შექმნისას.მადლობა ამ ტრენინგისთვის!

Saturday, March 21, 2015

მეოთხე დღე

მასალის განმტკიცება..პროექტის გეგმაზე მუშაობა: შეფასება.
სურათის ჩასმა; პრეზენტაციაზე და ბლოგზე მუშაობა..
ძალზედ საინტერესო და ნაყოფიერი დღე!

Sunday, March 15, 2015

მესამე დღე

ყოველი დღე უფრო საინტერესოა და ბევრი ახალი ინფორმაციის მიმღები. დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენაზე. ძალზედ მოსახერხებელი იყო გზამკვლევში ჩატვირთული ინფორმაციის გამოყენება. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე..დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის!

Saturday, March 14, 2015

მეორე დღე

გავიხსენეთ წინა მასალა..ძალზედ საინტერესო იყო ბუკლეტებზე მუშაობა. გავეცანით Word-ის ინსტრუმენტებს. ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, რომელმაც ძალზედ დადებითი შეფასება დაიმსახურა ჯგუფის მხრიდან. ბუკლეტების საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა და არა მარტო მოსწავლეთა დაინტერესება, ინფორმაციის მიწოდება, რასაც მოყვება მათი მხრიდან უფრო მეტი ინტერესი და ჩართულობა. 

Saturday, March 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე

ინტელის სასწავლო კურსი..დღე პირველი..მოლოდინი დიდი..
მართლაც რომ საინტერესოდ წარიმართა ქალბატონ ქეთევან ცერაძის მიერ. დიდი მოწონება დაიმსახურა ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევმა, სადაც ნათლადაა გაწერილი ყველა საჭირო მასალა. პირველი დღე ჩემ მიერ შეფასდა ძალზედ დადებითად.